რამაზ საყვარელიძე
სოციოლოგი
დაბადების თარიღი 1950
დაიბადა 1950 წლის 18 თებერვალს, ქ. თბილისში.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის’’.
1990–1996 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2005-2006 წლებში იყო ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
1980-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;
2008 წლიდან არის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი, მათ შორის გამორჩეულია:
სტრესი და იძულებითი გადაადგილება: ფსიქოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები;სალექციო კურსი მომავალი ფსიქოლოგების,პედაგოფებისა და სოციალური მუშაკებისათვის.(ავტორი),თბ.:2011,(231 გვ.).
ცნობიერება=Conscioushess:ძალიან მოკლე შესავალი.(სამეცნ.რედაქტორი)თბ.:თსუ,2019,2011 (188 გვ.)
ფსიქოლოგია=Psychology:ძალიან მოკლე შესავალი (სამეცნიერო რედაქტორი),თბ.:თსუ 2019, 2011 (211 გვ.)